I paint the described pictires
რესურსები
ნახატები, სახატავი ფურცლები, ფერადი ფანქრები/ფლომასტერები.
აქტივობის აღწერა
ტრადიციული აღწერისაგან განსხვავებით, ამ აქტივობაში შეიძლება სახალისო ელემენტის შეტანა: მაგალითად, მეწყვილეები სხედან ზურგშექცევით. თითოეულს ურიგდება ნახატი. ჯერ ერთი აღწერს ნახატს და მისი აღწერის მიხედვით მეორე ხატავს. შემდეგ როლები იცვლება; მოსწავლეები თავად აფასებენ, ვინ აღწერა უკეთ ნახატი და ვისი ნახატი შეესაბამება ტექტს.
შეფასება
შეფასდება აღწერისა და დეტალებზე კონცენტრაციის უნარი.
მეთოდური მითითება
ნახატი არ უნდა იყოს გადატვირთული. ამ თამაშისათვის მოსწავლეები წინასწარ უნდა იყვნენ მომზადებულნი შედარებით მარტივი დავალებებით.
კავშირი სხვა საგნებთან
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება.