გმირის დახასიათება. (EN)

აქტივობის შესახებ

აქტივობა ემსახურება ტექსტის ანალიზის შედეგად მიღებული დასკვნებისა და შესაბამისი არგუმენტების წარმოდგენის უნარ-ჩვევების გამომუშავებას (გრაფიკული სქემის  გამოყენებით).

 

აქტივობის  მიზნები

  • ტექსტის ანალიზის უნარ-ჩვევების განვითარება;
  • ანალიზის შედეგების სქემატური სახით წარმოდგენის უნარ-ჩვევების განვითა- რება;
  • ლოგიკური აზროვნების უნარ-ჩვევების განვითარება.
  •  

აქტივობის ორგანიზების ფორმა

ინდივიდუალური/წყვილური/ჯგუფური.

 

რესურსები

ტექსტი, გრაფიკული ორგანიზების სქემა, კალამი.

 

აქტივობის აღწერა

პერსონაჟის დახასიათების ტრადიციული გეგმის შედგენამდე ან მის ნაცვლად, შესაძლებელია, გამოვიყენოთ გრაფიკული მაორგანიზებლები.

 პერსონაჟის დახასიათება

სანამ მოსწავლეები მუშაობას შუდგებიან, მასწავლებელმა უნდა განმარტოს ამ კოგნიტური სქემის შევსების წესი - მიუთითოს მოსწავლეებს, რომ თავიანთი ფორმულირებების გარდა, მათ ტექსტიდან უნდა ამოიწერონ ციტატები, შეადგინონ გმირის ქმედებების, გრძნობების, გამოთქმების ჩამონათვალი.

აქტივობა შეიძლება განხორციელდეს როგორც ინდივიდუალურად, ასევე  წყვილებსა და ჯგუფებში. მუშაობის დასრულებას უნდა მოჰყვეს საერთო საკლასო მსჯელობა, რომლის დროსაც მოსწავლეები გაუზიარებენ ერთმანეთს ნაფიქრს და გამორჩენილი ინფორმაციით შეავსებენ თავიანთ სქემას. მოგვიანებით, სქემაში ორგანიზებული ინფორმაციის მეშვეობით, მოსწავლეები დახასიათების უფრო ვრცელ და ჩამოყალიბებულ ვერსიას შექმნიან.

აქტივობის ხანგრძლივობა: 13-15 წუთი.

 

შეფასება

აქტივობით ფასდება,  შეუძლია თუ არა მოსწავლეს

  • წერითი დავალების ამოცანის განსაზღვრა;
  • ტექსტის შინაარსის  არსებითი მომენტების  განსაზღვრა/გამოკვეთა,  დეტალების მოშველიება;
  • საკუთარი თვალსაზრისის ფორმულირება;
  • ანალიზის შედეგების წარმოდგენა გრაფიკული სქემის  გამოყენებით.

 

მეთოდური მითითება

ზემოთ წარმოდგენილი სქემა (ორ ეგზემპლარად) მოსწავლეებმა შეიძლება გამოიყენონ, აგრეთვე, პერსონაჟების შეპირისპირებითი დახასიათების დასაწერად.


კავშირი სხვა საგნებთან

გრაფიკული მაორგანიზებლის გამოყენება ავითარებს ანალიზისა და, ზოგადად, ლოგიკური აზროვნების ტრანსფერულ უნარ-ჩვევებს, რომლებიც აუცილებელია ნებისმიერი ჰუმანიტარული, საბუნებისმეტველო და ზუსტი მეცნიერებების შესწავლის დროს.