Frame Tale

აქტივობის შესახებ

აქტივობა გამიზნულია წერის ეტაპისთვის, ეყრდნობა კითხვა-პასუხის ფორმატს. იგი ხელს უწყობს აზრის წერილობით გადმოცემის უნარ-ჩვევების გამომუშავებას; სტიმულს აძლევს მოსწავლეთა თვითგამოხატვის პროცესს.

 

აქტივობის  მიზნები

  • აზრის წერილობით გადმოცემის უნარ-ჩვევების განვითარება;
  • წერითი მეტყველების განვითარება;
  • პუნქტუაციის ნორმების ათვისება;
  • მოსწავლეთა თვითგამოხატვის ხელშეწყობა;
  • შემოქმედებითი უნარების განვითარება.

 

აქტივობის ორგანიზების ფორმა

ინდივიდუალური.

 

რესურსები

დაფა, ცარცი/მარკერი, რვეული, კალამი.

 

აქტივობის აღწერა

მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს, წარმოიდგინონ თავი ნამდვილ მწერლებად და დაწერონ მოთხრობა თავიანთი საყვარელი ნივთის/ცხოველის/გასართობის/საქმიანობის  შესახებ.

შემდეგ მასწავლებელი დაფაზე ჩამოწერს  შეკითხვებს და სთხოვს ბავშვებს, უპასუხონ ამ შეკითხვებს წერილობით; ყოველი პასუხის/წინადადების ბოლოს კი დასვან წერტილი. სავარაუდო პასუხები თავდაპირველად აუცილებლად უნდა დამუშავდეს ზეპირმეტყველების დონეზე. ჩამოწერილ შეკითხვებზე პასუხების გაცემის გზით  ბავშვები ქმნიან მცირე ზომის მოთხრობას.

 

ნიმუში.

თემა: ჩემი ძაღლი.

რა ჰქვია  შენს ძაღლს? რა ფერისაა ის? რისი გაკეთება შეუძლია? რას ფიქრობ შენს ძაღლზე?

ჩემს ძაღლს ჰქვია                                     . ის                                           ფერისაა.

მას შეუძლია                                .

ის                                   (მაგ., ჩემი მეგობარია/ მე მიყვარს ჩემი ძაღლი, სხვ.).

 

აქტივობის ხანგრძლივობა: 10-12 წუთი.

 

შეფასება

 აქტივობით ფასდება,  შეუძლია თუ არა მოსწავლეს

  • აზრის წერილობით გადმოცემა;
  • მოცემული მოდელის მიხედვით მცირე ზომის ტექსტის შედგენა;
  • თვითგამოხატვა;
  • სასვენი ნიშნების (წერტილის) მართებულად გამოყენება.

 

მეთოდური მითითებები

”ჩარჩო”  კონსტრუქციები მოსწავლეთა  წერითი  მეტყველების განვითარების ეფექტურ საშუალებას  წარმოადგენს.  მათი  გამოყენება შეიძლება, აგრეთვე, სწავლების მომდევნო საფეხურებზეც (ცხადია, შეკითხვები ყველა შემთხვევაში უნდა ითვალისწინებდეს მოსწავლეთა გამოცდილებასა და ცოდნის დონეს).

”ჩარჩო” კონსტრუქციებთან დაკავშირებით დამატებით იხ. აგრეთვე: ქართ. I. 14, აქტივობა ¹4 (”წინადადების ჩარჩო”);  ქართ. II. 10, აქტივობა ¹1 (”ხუთი კითხვა: ვინ? სად? რა? როდის? რატომ? - ამბის ”ჩარჩო”); ქართ. III. 12, აქტივობა ¹4 (”ზღაპრის, მოთხრობის ”ჩარჩო”).