Fill in a biographical data sheet

აქტივობის შესახებ

აქტივობა ემსახურება ინფორმაციის დახარისხებისა და მისი ორგანიზების უნარ-ჩვევების გამომუშავებას. აქტივობა დაეხმარება მოსწავლებს ყოფითი ტექსტების სპეციფიკის გააზრებაში.

 

აქტივობის მიზნები

  • სხვადასხვა სახის ინფორმაციის ორგანიზების უნარ-ჩვევების განვითარება;
  • ინფორმაციის წერილობითი სახით წარმოდგენის უნარ-ჩვევების განვითარება.

 

აქტივობის ორგანიზების ფორმა

ინდივიდუალური.

 

რესურსები

ფურცელი, კალამი, დაფა, ცარცი/მარკერი.

 

აქტივობის აღწერა

მასწავლებელი დაფაზე წერს მარტივი ანკეტის ფორმის ნიმუშს. მაგ: მე მქვია/სახელი და გვარი/ვარ/ასაკი/ვცხოვრობ /ქალაქი, სოფელი/ვსწავლობ /სკოლა/დახატე შენი თავი.

ანკეტის შევსებამდე მოსწავლეები და მასწავლებელი ერთად განიხილავენ, სად რა უნდა ჩაიწეროს ანკეტის შევსებისას. სასურველია, განხილვა მოხდეს რომელიმე მოსწავლის მონაცემების დასახელების მაგალითზე.

მასწავლებელი  მოსწავლეებს დაავალებს:

  • დაფიდან გადაიწერონ ანკეტის ფორმა;
  • ინდივიდუალურად შეავსონ თავიანთი ანკეტა;
  • დახატონ ავტოპორტრეტი.

გაკვეთილის შემდეგ მოსწავლეთა ნამუშევრები შეიძლება გამოიფინოს კლასის ერთ-ერთ კუთხეში.

აქტივობის ხანგრძლივობა: 13-15 წუთი.

 

შეფასება

აქტივობით ფასდება, შეუძლია თუ არა მოსწავლეს

  • ინფორმაციის დახარისხება და ორგანიზება მოცემული მოდელის მიხედვით;
  • მოცემული მოდელის საფუძველზე ყოფითი ტექსტის შექმნა.