ეპიზოდის აღწერა. (EN)

WordSection1">

აქტივობის შესახებ

აქტივობა კომპლექსური სახისაა და ფარავს კითხვის, ზეპირმეტყველებისა და წერის მიმართულებებს. იგი გამოიყენება წერის წინა ეტაპზე და ხელს უწყობს ტექსტის შინაარსისა და გაანალიზების უნარების გამომუშავებას,  რისთვისაც, სხვათა შორის, იყენებს არავერბალურ საშუალებებს.

 

აქტივობის  მიზნები

  • ტექსტის შინაარსის ადეკვატურად გადმოცემა არავერბალური გზით (ნახატის მეშვეობით);
  • შინაარსის წერილობით გადმოცემის უნარ-ჩვევების განვითარება;
  • თვითგამოხატვის უნარ-ჩვევების განვითარება;
  • ვერბალური და არავერბალური ინფორმაციის აღქმის,  ერთმანეთთან დაკავშირებისა და ერთიან კონტექსტში გააზრების უნარ-ჩვევების განვითარება; ზეპირმეტყველების განვითარება;
  • მეტაკოგნიტური უნარების (ურთიერთშეფასების) უნარის განვითარება.

 

აქტივობის ორგანიზების ფორმა

 ინდივიდუალური.

 

რესურსები

 ტექსტი/ილუსტრაცია, სახატავი ქაღალდები, ფერადი ფანქრები/ფლომასტერები, რვეული, კალამი.

 

აქტივობის აღწერა

წერილობით აღწერას შეიძლება წინ უძღოდეს კითხვა, ილუსტრაციის დათვალიერება, ეპიზოდის დეტალურად დახატვა. ხატვისას მოსწავლეები ყურადღებას გაამახვილებენ ნიუანსებზე, რაც ტექსტის გაგებასა და აღქმას ძალზე შუწყობს ხელს. მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებმა კლასის წინაშე წარმოადგინონ თავიანთი ნახატები - თანაკლასელების შენიშვნების გათვალისწინებით, ისინი დაამატებენ ნაკლულ ინფორმაციას, შეუდარებენ ნახატებს ერთმანეთს, იმსჯელებენ მათზე.

ზეპირი მსჯელობის შემდეგ მოსწავლეებს დაევალებათ, წერილობით გადმოსცენ ეპიზოდის შინაარსი.

აქტივობის ხანგრძლივობა: 17-18 წუთი.

 

შეფასება

აქტივობით ფასდება,  შეუძლია თუ არა მოსწავლეს

  • დავალების მიზნის განსაზღვრა;
  • ვერბალური ინფორმაციის გადმოცემა არავერბალური გზით;
  •  დეტალებზე ყურადღების გამახვილება;
  • ზეპირმეტყველების დონეზე აზრის ჩამოყალიბება და დასაბუთება;
  • წერის დროს აღსაწერი მასალის თანამიმდევრობის დაცვა;
  • ადეკვატური ლექსიკის გამოყენება;
  • სალიტერატურო ენის ნორმების დაცვა, სასვენი ნიშნების მართებულად გამოყენება.

 

 

WordSection1">კავშირი სხვა  საგნებთან
WordSection1">შესაძლებელია ინტეგრირება სახვით და გამოყენებით ხელოვნებასთან.
WordSection1">
WordSection1">