ემოციური კომენტარი. (EN)
აქტივობის აღწერა
მასწავლებელი ურიგებს მოსწავლეებს სხვადასხვა პოეტის იმ ლექსების ჩამონათვალს, რომელთა აუდიოჩანაწერიც უნდა მოისმინონ და სთხოვს, თითოეულის გასწვრივ ჩაწერონ, რა განწყობილებას გამოხატავს ისინი. მას შემდეგ, რაც მოსწავლეები შეასრულებენ პირველ დავალებას, მასწავლებელი ხელახლა ასმენინებს ჩანაწერს და ამჯერად მათ უნდა ისაუბრონ საკუთარ ემოციებსა და შთაბეჭდილებებზე, რომელი ლექსი/ნაწყვეტი მოეწონათ განსაკუთრებით და რატომ და ა.შ.
რესურსები
ლექსების აუდიოჩანაწერები, ფურცლები ლექსების ჩამონათვალით.
შეფასება
შეფასდება მხატვრული ნაწარმოების ესთეტიკური შეფასების უნარი.
მეთოდური მითითება
მასწავლებელს შეუძლია თავად წაუკითხოს ლექსები მოსწავლეებს. შესაძლებელია, მოსწავლეებმა წერილობით ჩამოაყალიბონ ემოციური კომენტარი; ასეთ შემთხვევაში აქტივობა კომპლექსური იქნება და წერის უნარის განვითარებასაც შეუწყობს ხელს.