დეკორატიული ბოთლები (EN)

ტიპური აქტივობები

2. აქტივობა II. დეკორატიული ბოთლები

დეკორატიული ბოთლი

მოსწავლეები შუშის ბოთლს წაუსვამენ წებოს. შემოახვევენ ფერად ძაფებს, კანაფს, გაუკეთებენ ფაქტურას ქვიშით, მარცვლეულით, მოხატავენ წებოში  გახსნილი გუაშით ან აკრილით.

 

 

რესურსები

2.II. შუშის ბოთლები, წებო ПВА, კანაფი, სქელი ძაფები, ქვიშა, მარცვლეული, გუაშის ან აკრილის საღებავი. 

 

 

2. აქტივობა III. ნიღაბი

თხელ მუყაოზე ან მაგარ,  ორად მოკეცილ ქაღალდზე იხატება ნიღაბის თარგის ნახევარი (ცხვირის ადგილი მოკეცვის ადგილზე), გამოიჭრება, დაზუსტდება თვალების ადგილი და ისიც ამოიჭრება.

ზევიდან წებოთი დაეწებება ლამაზი ქსოვილის სხვადასხვა ზომის ნაკუწები. გვერდებში სტეპლერით ან ნემსით და ძაფით დაუმაგრდება შესაკრავები (ლენტები ან რეზინი). ნიღბები გალამაზდება რელიეფური პასტით, მძივებით, ბრჭყვიალა მოსართავებით (ნაძვის  ხის წვიმა).

  

რესურსები

2.III. თხელი მუყაო, მაკრატელი, წებო ПВА, ლამაზი ქსოვილის ნაკუწები, ლენტები, რეზინი, სხვადასხვა ბრჭყვიალა მოსართავები, რელიეფური პასტა, სტეპლერი ან ნემსი და ძაფი