Colored words
რესურსები
ფურცლები, ფერადი ფანქრები.
აქტივობის აღწერა
მასწავლებელი მიმართავს მოსწავლეებს, რომ მოიმარჯვონ ფურცლები და ორი ფერის ფანქარი (მწვანე და ყვითელი/ლურჯი და წითელი). ის დაასახელებს სიტყვას, მოსწავლეებმა კი მოსმენილი სიტყვა უნდა გადმოსცენ ფერებით. აღნიშნონ თანხმოვანი მწვანედ, ხმოვანი კი - ყვითლად. მასწავლებელს დაფაზე/ფორმატზე დამალული აქვს ჩამოწერილი სიტყვები, რომლებშიც ასოები ამ პრინციპითაა გაფერადებული. მას შემდეგ, რაც მოსწავლეები დაამთავრებენ მოსმენილი სიტყვების ფერებით გადმოცემას, მასწავლებელი გამოაჩენს დამალულ სიტყვებს და მოსწავლეები შედარების საფუძველზე აფასებენ ერთმანეთის ნამუშევრებს.
შეფასება
შეფასდება მოსწავლეთა ფონოლოგიური უნარები, ასევე ყურადღების კონცენტრირების უნარი.
მეთოდური მითითება
აუცილებელია, წინასწარ შეთანხმდნენ, რომელ ფერს რა ფუნქციით გამოიყენებენ.