Build sentences according to the words

აქტივობის  მიზნები

  • ტექსტის აღქმის, გააზრებისა და გაანალიზების უნარის განვითარება;
  • პუნქტუაციის წესების ათვისება.

 

აქტივობის ორგანიზების ფორმა

ინდივიდუალური.

 

რესურსები

რვეული, დაფა, ცარცი/მარკერი, კალამი.

 

აქტივობის აღწერა

მასწავლებელი დაფაზე წერს რამდენიმე მარტივ, მოსწავლეებისთვის ნაცნობ სიტყვას და სთხოვს მოსწავლეებს: ა) შეადგინონ წინადადება მოცემული სიტყვების გამოყენებით; ბ) შედგენილი წინადადება ჩაწერონ რვეულებში; გ) წინადადების ბოლოს დასვან შესაბამისი სასვენი ნიშანი. მაგ:

ყვავილები, ლარნაკში, დედამ, ჩააწყო /დედამ ყვავილები ლარნაკში ჩააწყო/. ბავშვები, მუზეუმში, მასწავლებელმა, წაიყვანა/მასწავლებელმა ბავშვები მუზეუმში წაიყვანა./ ნინო, აწყობენ, კუბიკებით, და, გიგა, კოშკს/ნინო და გიგა კუბიკებით კოშკს აწყობენ.

აქტივობის ხანგრძლივობა: 8-10 წუთი.

 

შეფასება

აქტივობით ფასდება, შეუძლია თუ არა მოსწავლეს

  • სათანადო სასვენი ნიშნების გამოყენება;
  • თხრობითი/კითხვითი წინადადებების აგება;
  • სიტყვათა დასაკავშირებლად კავშირების გამოყენება;
  • მოცემული სიტყვების გამოყენებით წინადადების შედგენა;
  • დასრულებული აზრის წერილობით ჩამოყალიბება.

 

მეთოდური შენიშვნა

სასურველია, რომ მასწავლებლის მიერ შეთავაზებული წინადადებები იყოს მარტივი, ნასწავლ ტექსტებში მრავალჯერ წაკითხული; სახელები და ზმნები კი მოცემული იყოს სათანადო ბრუნვებსა და ფორმებში, როგორც ეს ნიმუშშია ნაჩვენები.