არქიტექტურული კოლაჟი (EN)

ტიპური აქტივობა  

1. აქტივობა "არქიტექტურული კოლაჟი" 

მოსწავლე მუყაოს ან სქელი ქაღალდისგან გამოჭრილ პატარა გეომეტრიულ ფორმებზე წაუსვამს გუაშის სქელ ფენას, შემდეგ სველ საღებავზე (ჩხირით, სავარცხლით, კბილის ჯაგრისით ამოკაწრავს სხვადასხვა ფორმის, სისქის და მიმართულების ხაზებს – მიამსგავსებს  აგურის, ფიცრების ფაქტურას, სახურავებზე ამოკაწრავს კრამიტებს...). მიღებულ ფაქტურულ ფორმებს დააწებებენ მუყაოზე და ააწყობენ სახლებს.

 

რესურსები

1. მუყაო ან სქელი ქაღალდი გამოსაჭრელად და ფონისთვის, გუაში, ფუნჯი, სავარცხელი, კბილის ჯაგრისი ან ჩხირი, წებო.