არაოფიციალური კამათი. (EN)

WordSection1">რესურები
WordSection1">

ეს აქტივობა საჭიროებს მხლოდ ადამიანურ რესურებს.

 

აქტივობის შესახებ

ეს აქტივობა მოსწავლეებს აძლევს საშუალებას, მოუსმინონ თანაკლასელების მოსაზრებებს და გამოთქვან თავიანთი აზრი მათთვის საინტერესო საკითხებზე, მიიღონ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, ჩამოყალიბდნენ კრიტიკულ მსმენელებად.  აქტივობა  მოსწავლეებს  უყალიბებს კამათის  კულტურას. კამათი/დებატები ნაყოფიერი მეთოდია ცოდნის მისაღებად, გამოცდილების შესაძენად. მოსწავლეები, რომლებიც მონაწილოებენ კამათში/დებატებში, სწავლობენ ყველაზე მყარი და დამაჯერებელი არგუმენტების ამორჩევას და უყალიბდებათ საკუთარი თავისადმი რწმენა; კამათი/დებატები განსაკუთრებით ავითარებს გუნდური მუშაობის უნარს, ზრდის თითოეულის პასუხისმგებლობას გუნდის წინაშე.

 

აქტივობის აღწერა

საკამათო თემის შერჩევის შემდეგ, ჩამოყალიბდება მოსწავლეთა ორი ჯგუფი. მზადდება ინსტრუქციების ნუსხა, რომელშიც გათვალისწინებული იქნება კამათის/დებატების ნაყოფიერად წარმართვისათვის სასურველი პირობები (რეგლამენტი თითოეული მოპაექრისათვის, რიგითობის დაცვა, ყურადღებით მოსმენის აუცილებლობა, ჯგუფში მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობა და სხვა). ჯგუფები განაწილდებიან იმის მიხედვით, რომელ პოზიციას იზიარებენ. საკამათო თემა შეიძლება შეირჩეს მოსწავლეებთან შეთანხმებით, მათი სურვილების გათვალისწინებით. შესაძლებელია, საკამათო თემა რომელიმე შესწავლილი  ნაწარმოების პრობლემატიკას დაუკავშირდეს. არაოფიციალური კამათის/დებატების დროს მოსწავლეები, რომლებმაც წინასწარ მოამზადეს არგუმენტები, უერთდებიან თავიანთ ჯგუფებს და 15-20 წუთის განმავლობაში აცნობენ თანაგუნდელებს ამ არგუმენტებს; გუნდი არგუმენტების განხილვის შემდეგ არჩევს ყოველი არგუმენტის წარმომთქმელს. არგუმენტების წარმომთქმელები რიგრიგობით საუბრობენ; მოსწავლეები დარწმუნებულები უნდა იყვნენ, რომ არ იმეორებენ უკვე გამოთქმულს და უნდა ჩაიწერონ ყველა არგუმენტი. ისინი მანამ აგრძელებენ დებატებს, სანამ არგუმენტები არ ამოიწურება.

 

შეფასება

შეფასებისათვის შეიძლება მოსწავლეებს დავურიგოთ კითხვარი, რომელსაც შეავსებს თითოეული მათგანი. გთავაზობთ კითხვების ნიმუშს:

  • რომელი არგუმენტები ჩანდა ყველაზე უფრო სარწმუნო და დამაჯერებელი?
  • წარმოიშვა თუ არა კამათისას ისეთი მოსაზრებები, რომლებიც მონაწილეებს მთავარი პრობლემისთვის ნაკლებმნიშვნელოვანი იყო, მაგრამ მხარეებმა მასზე მაინც დახარჯეს დრო და ენერგია?
  • თქვენი აზრით, რომელი არგუმენტები იყო იმდენად ძლიერი, რომ შეეძლო ზოგიერთი მოსწავლის მოსაზრებების შეცვლა?

 

მეთოდური მითითება

არ არის რეკომენდებული, რომ გამოცხადდეს კამათში „გამარჯვებული“ ჯგუფი. მაგრამ, თუ მასწავლებელი და მოსწავლეები მაინც გადაწყვეტენ, ეს შეიძლება ამგვარად გაკეთდეს:

  • ყოველი ძალიან დამაჯერებელი ან ორიგინალური არგუმენტისათვის ჯგუფი ქულას მიიღებს;
  • თუ არგუმენტი მეორდება, ჯგუფი ქულას არ იღებს;
  • იგებს ის ჯგუფი, რომელიც მეტ ქულას მოაგროვებს.