აქტივობა N2. გეოგრაფიულ საშუალებებზე მუშაობა. (EN)

შედეგი

გეო.VII.6. მოსწავლეს შეუძლია დაუკავშიროს რელიეფის ფორმები რელიეფწარმომქმნელ პროცესებთან

 

ინდიკატორები:

  • ახასიათებს რელიეფის ძირითად ფორმებს;
  • ასხვავებს ენდოგენურ და ეგზოგენურ (კარსტული, გლაციალური და სხვ.) პროცესებს;
  • მსჯელობს მთიან რელიეფთან დაკავშირებულ ბუნებრივ-კატასტროფულ მოვლენებზე;
  • გამოთქვამს ვარაუდს ბუნებრივ-კატასტროფული მოვლე­ნებისგან შესაძლო თავდაცვის ღონისძიებების შესახებ (მაგ.: სვანური არქიტექტურის შესაბამისობა გარემოსთან);
  • კონტურულ რუკაზე დააქვს მსოფლიოსა და საქართველოს ძირითადი ოროგრაფიული ერთეულები, კონტინენტების უმაღლესი მწვერვალები.
 

რესურსები:

  1. დაფა და ცარცი;
  2. ტექსტები და ფოტოები;
  3. ვიდეოფილმები;
  4. მსოფლიოს ფიზიკური, პოლიტიკური და კონტურული რუკები; საქართველოს ფიზიკური და კონტურული რუკები;
  5. გეოგრაფია ( ლექსიკონი+ცნობარი) _ მ. ბლიაძე, დ. კერესელიძე.
 
 
კავშირი სხვა საგნებთან:

რეკომენდაციები მასწავლებლებისთვის: გეოგრაფიის მასწავლებელმა ყოველგვარი თვალსაჩინოება მნიშვნელოვან სასწავლო რესურსად შეიძლება აქციოს. მაგალითად, ფოტოების საშუალებით საკლასო ოთახში შეიძლება შეიტანოს ცოტაოდენი “რეალობა”. ფოტოები ხომ ჩვენ ირგვლივ არსებულ ობიექტებს, მოვლენებს, ადგილებს თუ ადამიანებს აფიქსირებს. მათი საშუალებით იზრდება მოსწავლეთა შესაძლებლობა, გაეცნონ მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებს, შეექმნათ მათზე ვიზუალური შთაბეჭდილება, განუვითარდეთ დაკვირვების უნარი. ვიდეომასალა საუკეთესო რესურსია მოსწავლის დაინტერესებისა და მოტივაციის ასამაღლებლად. სახელმძღვანელოები თუ სხვა გამოცემები ხშირად შეიცავს ილუსტრაციებს, კონკრეტულად კი ფოტოებს. მასწავლებლის მხრიდან ეს თვალსაჩინოებები შეიძლება გამოყენებულ იქნეს აქტივობების გასამრავალფეროვნებლად; მან უნდა

ასწავლოს მოსწავლეებს აღწერა, წაკითხვა და მათი ინტერპრეტირება. ეს უნარ-ჩვევები მოსწავლეებს სხვა საგნების სწავლასაც გაუადვილებს.

ფოტოების აღწერის, წაკითხვისა და ინტერპრეტირების უნარი ვითარდება თანდათანობით. არ შეიძლება ერთხელ ჩატარებული აქტივობით მასწავლებელმა მიიჩნიოს, რომ მიზანი მიღწეულია. სანამ მოსწავლეებს მოეთხოვებათ სიღრმისეული ანალიზი, სასურველია, რომ მათ უკვე ჰქონდეთ საბაზისო უნარები, მაგალითად, რამდენად ყურადღებიანი არიან და ამჩნევენ თუ არა გამოსახულ დეტალებს და სხვა.
 
 

აქტივობის აღწერა:

კლასი იყოფა ჯგუფებად. ირქმევენ კონტინენტების სახელებს: ევროპა, აზია, აფრიკა, ავსტრალია და ა. შ. მასწავლებელი აძლევს დავალებას: თითოეულმა ჯგუფმა გეოგრაფიული ცნობარიდან უნდა ამოიწეროს თავისი კონტინენტიმთათა სისტემები და აღნიშნოს შესაბამის კონტურულ რუკაზე. პრეზენტაციის დროს ჯგუფის წევრებმა უნდა ახსნან მათი გეოგრაფიული მდებარეობა და საკუთარი კონტინენტი მიამაგრონ დიდ ფორმატზე ისე, რომ ბოლოს მიღოონ მსოფლიოს ფიზიკური რუკა.