აქტივობა 5. ემოციური კომენტარი (EN)
აქტივობის შესახებ:
აქტივობა ხელს უწყობს ესთეტიკური კითხვის, წაკითხულის მიმართ პირადი დამოკიდებულების გამოხატვისა და წარმოსახვის უნარების განვითარებას. აქტივობა კომპლექსური სახისაა და ფარავს სტანდარტის სამივე მიმართულებას.
აქტივობის მიზნები:
- შემოქმედებითი მოსმენის უნარ-ჩვევების განვითრება;
- ესთეტიკური კითხვისა და შეფასების უნარ-ჩვევების განვითარება;
- საკუთარი ემოციებისა და შთაბეჭდილების ზეპირად გადმოცემის უნარის განვითარება;
- თვითგამოხატვა.
რესურსები:
ლექსების აუდიოჩანაწერები, ფურცლები ლექსების ჩამონათვალით.
აქტივობის ორგანიზების ფორმა:
ინდივიდუალური.
აქტივობის აღწერა:
მასწავლებელი მოსწავლეებს დაურიგებს სხვადასხვა პოეტის იმ ლექსების ჩამონათვალს, რომელთა აუდიოჩანაწერიც უნდა მოისმინონ და სთხოვს მათ, თითოეული ტექსტის გასწვრივ ჩაწერონ, რა განწყობას გამოხატავს ცალკეული მათგანი. მას შემდეგ, რაც მოსწავლეები შეასრულებენ პირველ დავალებას, მასწავლებელი ხელახლა მოასმენინებს მათ ჩანაწერს. ამჯერად მოსწავლეებმა უნდა ისაუბრონ საკუთარ ემოციებსა და შთაბეჭდილებებზე, რომელი ლექსი/ნაწყვეტი მოეწონათ და რატომ.
აქტივობის ხანგრძლივობა:
12_ 15 წუთი.
შეფასება:
აღნიშნული აქტივობით ფასდება, შეუძლია თუ არა მოსწავლეს:
- ესთეტიკური კითხვა და შეფასება;
- წარმოსახვის უნარის გამოყენება;
- თვითგამოხატვა.
კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან:
ქართ. VII. 2, 5, 7; ქართ. VIII. 2, 6, 7, 8.