აქტივობა 4. ილუსტრაციების საშუალებით მოვლენათა არსის განხილვა (EN)

კლასში ქსეროასლების სახით დავარიგოთ რევაზ ინანიშვილის პატარა მოთხრობა „ლოჭინში”. სასურველია, ბავშვებმა მოთხრობა წყვილებში წაიკითხონ. კითხვის დასრულების შემდეგ დავურიგოთ ბარათებზე ამობეჭდილი (ან ხელნაწერი) შეკითხვები. უნდა ეცადონ, პასუხი დაასაბუთონ ტექსტში მონიშნული შესაბამისი ფრაგმენტით, წინააღმდეგ შემთხვევაში პასუხი არ ჩაითვლება.

კითხვები ტექსტის მიხედვით

WordSection1">

კითხვები მსჯელობისათვის:

  1. როგორ ფიქრობთ, გაქვთ თუ არა სახლში ეს წიგნი (დავითი რომელსაც კითხულობ- და)? (შენიშვნა: საუბარია „სამოციქულოზე”.)
  2. იქნებოდა თუ არა დავითი ასეთი წარმატებული მეფე, წიგნები რომ არ ეკითხა? და ა.შ.
WordSection1" style="text-align: justify;">


ჭ ი ნ შ ი

რევაზ ინანიშვილი

დავით აღმაშენებელს, ქართველ მეფეთა შორის ყველაზე ღვაწლმოსილს, ძალიან უყვარდა წიგნების კითხვა. სადაც არ უნდა წასულიყო, თვით სანადიროდ და სალაშქროდაც კი, გადა- არჩევდა წიგნების მთელ დასტას და თან წაიღებდა. გვიან ღამისას, ქვეყანას რომ ეძინა, ის ისევ წიგნზე იყო ხოლმე თავდახრილი, ბევრჯერ დასთენებია კიდეც ასე მჯდომარეს.

დავითის ისტორიკოსი წერს: „წინადაიდვა ოდესმე წიგნი სამოციქულო წარკითხავად და რაჟამს დაასრულის, ნიშანი დაუსვის ბოლოსა წიგნისას, ხოლო მოქცევასა წელიწადისასა მათ ნიშნითა აღვთვალეთ: ოცდაოთხჯერ წარეკითხა”.

უზომოდ ბრაზობდა დავითი, თუ ვინმე კითხვას უდროო დროს შეაწყვეტინებდა.

აი, ერთხელ რა მოხდა.

შემოსულიყო თბილისის ქვემოდან, ლოჭინის ხევში, თურქთა დიდი ნახირი. თბილისი მაშინ ჯერ ისევ მათ ეპყრათ, თურქებს. მათი ხალხი თავიანთი მთებიდან, სადაც დიდი ზამთარი და თოვლები იცის, საქონელს მტკვრის ხეობაში მიერეკებოდა. საქონელს თან მოჰყვებოდნენ შეირაღებული მხედრები. თუ ვინმე წინ აღუდგებოდა და შეეწინააღმდეგებოდა, ხოცავდნენ.

დავითი სამასი მხედრით იმ ადგილებში იყო, ლოჭინთან. საფიქრელია, რომ თბილისს უდარიელებდა, ესე იგი, მისი აღების გეგმებს აწყობდა. დაინახა ის დიდი ნახირი, გამოარჩია თავისი მხედრობიდან ერთი რაზმი, თხუთმეტი კაცი, უბრძანა, წაერთმიათ თურქებისთვის ნახირი, გამოერეკათ და ავჭალაში ამოსულიყვნენ, მეფე იქ დახვდებოდათ.

მეომრებმა მუზარადები შეისწორეს, ფარები აიმაჯავეს და ცხენებზე წაწოლილნი ჩაგრიალდნენ ხევში.

დავითი ავჭალაში ავიდა. იქ ცხენიდან ჩამოხდა, ჩამოხდნენ მისი მხედრებიც. მხედრებს უბრძანა, დაპურებულიყვნენ და უიმისოდ ფეხი არ მოეცვალათ. თვითონ აიღო წიგნი, წაუძღვა თავის ცხენს, განმარტოვდა დიდი, ფოთლებშეყვითლებული ვერხვის ქვეშ, დაჯდა შემოდგომის მწვანეზე და დაიწყო კითხვა.

ცოტა ხანში კივილი შემოესმა, ერთი სახესისხლიანი მეომარი უკან ამობრუნებულიყო, – ნახირს უამრავი თურქი იცავს, თბილისიდანაც გამოეშველნენ და ვერას ვხდებითო.

დავითმა წიგნი იქვე, მდელოზე დატოვა, ჯაჭვ-მუზარადის მორთმევა არ უბრძანებია, არც თავისი მხედრებისთვის მიუწვდენია ხმა, ისევე თხელი ხალათის ამარა გადაევლო ცხენს, ხმალი ამოიღო და პირგამეხებული გაბრიალდა ლოჭინისკენ.

გუნდადშეკრულ თურქთა შორის მოქცეული ორიოდე ქართველი ქანცგაწყვეტილი იცავდა თავს. დავითმა დაჰკივლა. მისმა ხაფმა ხმამ, გრიგალისებურმა მიტევებამ და ახოვანებამ წამსვე არივ-დარია მკლავგალაღებული თურქები, ცოტა ხანს კი შეეწინააღმდეგნენ დავითს, მერე პირი იბრუნეს და თბილისისაკენ გაჰქუსლეს.

დავითი ორხევამდე მიჰყვა. იქ ხრამში ჩაჩეხა კიდევ ერთი თურქი, ადგილზე დააბრუნა ყალყზე შემდგარი ცხენი, ხმალგაძაბული უყურებდა, როგორ მიჰბღაოდნენ გადარჩენილი თურქები თბილისის ციხეებს, მერე მოიხედა.

სახე უკვე დამშვიდებოდა. მარცხენა ხელის გული მაშვრალი გლეხკაცივით გაისვა ოფლიან შუბლზე, გადაიხარა, მაღალ ბალახებს გადასწვდა, მომუჭა, ხმალი იმ ბალახებით გაწმინდა, ქარქაშში ძლივს ჩააგო, – გამრუდებულიყო ცემით, – გამოარეკინა ნახირი და წამოვიდა ისევ ავჭალისკენ.

მეფის გაუფრთხილებლობით თავზარდაცემული მხლებლები მიწას ვეღარ აცილებდნენ თვალს, გაქვავებულნი იდგნენ მეომრებიც. ძლივს გაბედა და მოართვა ხოხბის ბუმბულით ჩანიშნული წიგნი მსახურმა. დავითმა თავის დაკვრით გადაუხადა მადლობა, ერთხელაც გახედა თბილისს, მერე ხოხბის ბუმბული ბოლოში გადაიტანა, ფურცელი არათითით ფრთხილად გადმოშალა ზემოთა მხრიდან და იქვე, ცხენზევე განაგრძო კითხვა.

თბილისი კი. . .

მაინც დავითმა შეძლო მისი აღება.

ოთხას წელიწადს ტყვეობაში მყოფი დედაქალაქი თავისი მეხისმტეხელი მახვილით დაუბ რუნა საქართველოს. წელი იყო ათას ას ოცდაორი, დღე... – რა სამწუხაროა! – დღე არ არის ცნობილი.

რესურსები

  1. სახელმძღვანელო, დაფა და ცარცი;
  2. რევაზ ინანიშვლის ისტორიული მოთხრობა „ლოჭინში”;
  3. საქართველოს სხვადასხვა მხარის ეროვნული სამოსის სურათები;
  4. ძველი თბილისის, კონსერვატორიის, რუსთაველის თეატრის, ქაშუეთის ეკლესიის, ლიკანის სასახლის, ოპერისა და ბალეტის თეატრის ფოტოები;
  5. ტექსტი მასწავლებლისთვის.

 

კავშირი სხვა საგნებთან

  1. ლიტერატურა;
  2. სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება.

 

რეკომენდაციები მასწავლებლებს

  1. მეხუთე-მეექვსეკლასელ მოსწავლეებთან კულტურის დარგებზე საუბარი მიზნობრივად არ ხდება. ამ საკითხებს ვეხებით თანდათან, სხვა კონტექსტებიდან გამომდინარე. დროთა განმავლობაში ბავშვებს უგროვდებათ ცოდნა ამ საკითხზე, რომელსაც შეიძლება ერთ რომელიმე გაკვეთილზე მოვუყაროთ თავი და განვაზოგადოთ ან პირიქით – შეიძლება ერთმა თემამ მოგვცეს იმის საშუალება, რომ რამოდენიმე დარგზე გავაკეთოთ აქცენტი. მაგალითისთვის მოვიყვანთ ერთ გაკვეთილს, სადაც საუბარია სამონასტრო ცხოვრებაზე. ეს საკითხი ნებისმიერ სახელმძღვანელოში შეიძლება განიხილებოდეს რამოდენიმე საკითხთან დაკავშირებით: ან ასურელ მამებთან, ან რელიგიის საკითხთან, ან განათლებისა და კულტურის ცენტრებთან და ა.შ. ყველა შემთხვევაში, მასწავლებელი გვერდს ვერ აუვლის ასეთ მნიშვნელოვან თემას.
  2. მოსწავლე უნდა აცნობიერებდეს, რომ კულტურული ადამიანის ცნება, პირველ რიგში, მის წიგნიერებასთან არის დაკავშირებული. ამ საკითხზე ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება, თუმცა უმჯობესია, ისეთი მაგალითები მოვუყვანოთ, რაც მათთვის გარკვეულწილად ნაცნობი იქნება.” ჩვენი საქართველოს” კურსიდან ავირჩიოთ ნებისმიერი საკითხი, მაგალითად, დავით აღმაშენებლის მოღვაწეობა და გამოვყოთ ცალკე საკითხად მისი დამოკიდებულება წიგნებთან.