აქტივობა 26. “სანაგვე ურნა” (EN)

შედეგი:

ისტ.VII.5. მოსწავლეს შეუძლია ახსნას, თუ რა გავლენას ახდენს ბუნებრივი პირობები დასახლების ტიპებზე, საზოგადოების ტრადიციებსა და მეურნეობის განვითარებაზე.

ისტ.VII.6. მოსწავლეს შეუძლია მსოფლიო ისტორიულ პროცესებზე მსჯელობისას ეკონომიკური ფაქტორის მნიშვნელობის გააზრება.

ისტ.VII.7. მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს და ერთმანეთს შეადაროს სხვადასხვა სოციალური ფენის სტრუქტურა და მათი წარმომადგენლები.

ისტ.VIII.4. მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა კომუნიკაციების განვითარების ისტორიაზე უძველესი დროიდან დღემდე.

ისტ.IX.2. მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს სხვადასხვა ისტორიული ეპოქის საქართველოში ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება.

ისტ.IX.7. მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა ქართული კულტურის სხვადასხვა დარგის ჩამოყალიბებისა და განვითარების შესახებ.

 

შენიშვნა:

წიგნიერება, ეკოლოგიური წიგნიერება

 

რესურსები:

კლასის სანაგვე ურნა

 

კავშირი სხვა საგნებთან:

გეოგრაფია

 

აქტივობის აღწერა:

არქეოლოგიის არსის უკეთ გასაგებად მიზანშეწონილია აგრეთვე “სანაგვე ურნის” აქტივობის განხორციელება; იმის დადგენა, რომელი საგანია უფრო ადრე იქ ჩაგდებული; ურნის საშუალებით მისი მფლობელების შესახებ ინფორმაციის მოპოვება. ეს აქტივობაც სახალისო და საკმაოდ იოლი ჩასატარებელია.