Activity 2. Cell - Functional and biological unit structural of a living organism

რესურსები:

კომპიუტერი; პროექტორი; უჯრედის სქემატური გამოსახულე­ბა ელექტრონულ ფორმატში.

 

შესწავლის საგანი/მიზნები:

მოსწავლეებმა უნდა:

  • იმსჯელონ უჯრედზე, როგორც ყველა ცოცხალი ორგანიზმის სტრუქ­ტურულ, ფუნქციურ და განვითარების ელემენტარულ ერთეულზე.

 

მასწავლებლის სავარაუდო აქტივობები:

მასწავლებელი:

  • სვამს კითხვას გონებრივი იერიშისათვის:

– თქვენთვის ნაცნობია სიტყვა ,,უჯრედი”, ჩამოთვალეთ ყველა ის სხეული, საგანი ან მოვლენა, რომელიც ასოცირდება ამ სიტყვასთან (ორგანიზმის შემადგენელი ნაწილაკები, პატარა ნაწილაკები, ცოცხალი არსებები, ბაქტერიები, აგებულების ერთეულები და ა.შ.;)

  • აჩვენებს კლასს ვიდეოს `introduction to cells”; და აძლევს მოსწავლეებს შთაბეჭდილებების გამოთქმის საშუალებას;
  • ეკითხება მოსწავლეებს:

1. რა შეიძლება იყოს უჯრედის ანალოგი, თუ მთელ ორგანიზმს შევადარებთ აგურებისაგან აშენებულ დიდ სახლს? (თითოეული აგური);
2. რომელი იქნება უფრო მეტი, უჯრედების რაოდენობა ადამიანის ორგანიზმში, თუ აგურების რაოდენობა მრავალსართულიან სახლში? (უჯრედების);
3. სახლს თანაბარი ზომისა და ერთნაირი ფორმის აგურებისაგან აშენებენ, რამდენად ერთნაირია უჯრედები ცოცხალ ორგანიზმში?
4. თითოეული ორგანიზმი შედგება სხვადასხვა ფორმისა და ფუნქციის მქონე უამრავი უჯრედისაგან; ვიდეომასალაში კარგად ჩანს, როგორ ახორციელებენ მოლეკულები სხვადასხვა სახის რეაქციას, რა მნიშვნელობა აქვს უჯრედში მიმდინარე ქიმიური რეაქციების მრავალფეროვნებას? რატომ არის მათი სისწრაფე საოცრად მაღალი? (უჯრედი ამ რეაქციების საშუალებით ახორციელებს სასიცოცხლო ფუნქციებს, მაგალითად: იკვებება და ინელებს მიღებულ ნივთიერებებს, იღებს ენერგიას. უჯრედში მიმდინარე რეაქციები საფუძვლად უდევს ორგანიზმის არსებობასა და ცხოველქმედებას).
5. ვიდეოში თქვენ ნახეთ სხვადასხვა უჯრედის ფორმები, მათ შორის კვერცხუჯრედი. რა წარმოიქმნება განაყოფიერებული კვერცხუჯრედისგან? (ორგანიზმი);
6. რა გზით წარმოიქმნება ერთი უჯრედიდან მთლიანი ორგანიზმი? (უჯრედების თანმიმდევრული გაყოფისა და დიფერენცირების გზით).

  • კითხვა-პასუხის მასწავლებელი შემდეგ ეუბნება მოსწავლეებს: რომ, დამკვიდრებული განმარტების თანახმად, უჯრედი წარმოადგენს ორგანიზმის სტრუქტურულ, ფუნქციურ და განვითარების ელემენტარულ ერთეულს; წერს დაფაზე უჯრედის განმარტებას და ხაზს უსვამს სიტყვებს “სტრუქტურული”, “ფუნქციური” და “განვითარების”;

სთხოვს მოსწავლეებს, იმუშაონ წყვილებში, იმსჯელონ და მოიფიქრონ, რატომ ითვლება უჯრედი ერთდროულად “სტრუქტურულ”, “ფუნქციურ” და “განვითარების” ერთეულად. მოიყვანონ არგუმენტები თავიანთი პასუხების გასამყარებლად;

 

სავარაუდო პასუხი:

– უჯრედები “აშენებენ” ცოცხალ ორგანიზმებს: მცენარეებს, ცხოველებს, სოკოებს, მიკროორგანიზმებს, მათ ორგანოებსა და ქსოვილებს. ამიტომ უჯრედი ორგანიზმის სტრუქტურული ერთეულია;

– უჯრედში მიმდინარეობს სხვადასხვა სახის რეაქციები, რაც საფუძვლად უდევს მთლიანი ორგანიზმის ან მისი ცალკეული ნაწილის მოქმედებას. ამიტომ უჯრედი არის ორგანიზმის ფუნქციური ერთეულიც;

– განაყოფიერებული კვერცხუჯრედის თანმიმდევრული დაყოფისა და დიფერენცირების გზით ვითარდება მთლიანი ორგანიზმი. ამიტომ უჯრედი განვითარების ერთეულიცაა;

 

მასწავლებელი:

  • უხსნის მოსწავლეებს, რომ უჯრედების სხვადასხვა აგებულების მიუხედავად, ყველა უჯრედისათვის საერთოა ბირთვი, ციტოპლაზმა და გარსი (ამ ეტაპზე არ არის საჭირო ყურადღების გამახვილება პროკარიო­ტული და ეუკარიოტული უჯრედების არსებობაზე). მოკლედ განმარტავს თითოეულის მნიშვნელობას უჯრედისათვის;
  • გამოაქვს ეკრანზე უჯრედის სქემატური გამოსახულება, სადაც ხაზებით არის მონიშნული სამივე კომპონენტი (იხ. ნახატი 1). სთხოვს მოსწავლეებს, სამუშაო რვეულში გააკეთონ უჯრედის სქემატური ჩანახატი და დაიტანონ სათანადო წარწერები ხაზებით მონიშნულ სტრუქტურებზე;

უჯრედი

 

  • დასასრულს, გამოაქვს ეკრანზე ქვემოთ მოცემული ცხრილი, აძლევს მოსწავლეებს 5 წუთს წყვილებში სამუშაოდ და ავალებს, იპოვონ შესაბამისობა უჯრედის ძირითად სტრუქტურებსა და მათ მახასიათებლებს შორის:

 უჯრედის კომპონენტები და ფუნქციები

  •  მასწავლებელს გამოაქვს ეკრანზე სწორი პასუხები და სთხოვს მოსწავლეებს, შეამოწმონ საკუთარი ნამუშევარი.

 

პასუხი:

1. ბ. 

2. გ. 

3. ა. 

 

მოსწავლეების ტიპური შეცდომები

მოსწავლეებს ერთმანეთში ერევათ ზოგიერთი უჯრედული სტრუქტურისათვის დამახასიათებელი აგებულებისა და ფუნქციონირების თავისებურებები. მაგალითად, მარცვლოვანი და გლუვი ენდოპლაზმური ბადის, პლაზმური მემბრანისა და ენდოპლაზმური ბადის, ენდოპლაზმური ბადისა და გოლჯის კომპლექსის შემთხვევაში. პრობლემას წარმოადგენს ტერმინების ადეკვატურად ხმარება.

 

სასარგებლო ინტერნეტლინკები:

მოცულობითი ინფორმაცია უჯრედის სტრუქტურების, მათი დანიშნულების და უჯრედის შიგნით მიმდინარე პროცესების შესახებ

თამაშები უჯრედის თემატიკაზე

ყველაფერი უჯრედის შესახებ