An interview with a famous person

რესურსები

დიქტოფონი ან მაგნიტოფონი (თუ შესაძლებელია, ვიდეოკამერა).

 

აქტივობის აღწერა

მოსწავლეები წინასწარ ამზადებენ შეკითხვებს ინტერვიუს ადრესატის გათვალისწინებით. მნიშვნელოვანია, რომ ინტერვიუს ჰქონდეს კონკრეტული მიზანი. მაგალითად, მოსწავლეებმა შეისწავლეს ტექსტი კოლუმბის შესახებ და სურთ, მეტი გაიგონ მოგზაურობებისა და მოგზაურების შესახებ. ისინი იწვევენ ცნობილ მოგზაურს (მაგალითად, ჯუმბერ ლეჟავას) და ამზადებენ მისთვის შეკითხვებს.

ინტერვიუმდე უნდა შეირჩეს დრო და ადგილი და წინადღით გადამოწმდეს, არის თუ არა ინტერვიუერი თანახმა. აუცილებელია ინფორმაციის მოძიება გასაუბრების თემაზე და თემასთან დაკავშირებული ლექსიკის შესწავლა.

ინტერვიუს დროს მოსწავლეებს მოუწევთ თავაზიანობის გამომხატველი ენობრივი ფორმულების  გამეორება  და შერჩევა (თუ შეიძლება,  გვითხარით... თქვენ 0როგორ ფიქრობთ...). მნიშვნელოვანია, მოსწავლეებს ავუხსნათ, რომ ისინი განსხვავებულად უნდა ესაუბრონ თანატოლებსა და უფროსებს, ინტერვიუერს უყურონ თვალებში, უმეტესად ასაუბრონ ის, ამიტომ შეკითხვები უნდა იყოს მოკლე და მკაფიო. სასურველია, თუ გაკეთდება ინტერვიუს აუდიო ან ვიდეოჩანაწერი, რათა მოსწავლეებმა ადვილად შეძლონ მისი შეფასება.

 

შეფასება

შეფასება შეიძლება მოხდეს ქვემოთ მოცემული ცხრილის საშუალებით:

შედეგი და შეფასება

 

მეთოდური  მითითება

პირველ ეტაპზე სასურველია ინტერვიუსათვის შეკითხვები მომზადდეს მცირე ჯგუფებში. მოსწავლეებისათვის  სახალისოა  ე. წ.  წარმოსახვითი  ინტერვიუები პერსონაჟებთან, ავტორებთან.