Activity 8. What happen with atoms and molecules while creating a new material or a substance or chemical transformation?

შესწავლის საგანი/მიზნები

მოსწავლეებმა უნდა ისწავლონ, რომ:

  • თუ რეაქციის შედეგად წარმოიქმნა გაზები, მათი აქროლების გამო, ეჩვენებათ, რომ მასა შემცირდა;
  • მასა მუდმივია/უცვლელია ნივთიერების წყალში გახსნისა და აგრეგატული მდგომარეობის შეცვლის დროსაც;
  • დაკვირვების შედეგების აღწერა.

 

რესურსები

  • თუთიის გრანულები;
  • გოგირდმჟავა.

 

აღჭურვილობა/ჭურჭელი

  • სინჟარა;
  • სინჯარების სადგამი;
  • აირმიმღები;
  • დამცავი სათვალეები, ხელთათმანები და ხალათები.

 

მასწავლებლის სავარაუდო აქტივობები

მასწავლებელი:

  • დაეხმარება მოსწავლეებს, გადაწყვიტონ, შენარჩუნდება თუ არა მასა გაზის წარმოქმნით მიმდინარე რეაქციების დროს. შესაძლებლობის შემთხვევაში, ატარებს სადემონსტრაციო ცდას, მაგ., გამოყოფილი გაზის შეგროვებით აირმიმღებში;
  • ავალებს მოსწავლეებს, აღწერონ წვის სხვადასხვა მაგალითი, მაგ., ყველაფერი იქცევა ფერფლად, არაფერი ტოვებს სარეაქციო არეს, შეშა მხოლოდ გამოშრება და იკლებს ზომაში, და ავალებს, განიხილონ ეს მაგალითები მასის შენახვის კანონის თვალსაზრისით.

 

მოსალოდნელი შედეგები

მოსწავლეები:

  • დაადგენენ, რომ მასა მუდმივია იმ შემთხვევაშიც, თუ რეაქციის შედეგად გამოიყოფა გაზი;
  • ახსნიან რატომ გვეჩვენება, რომ გაზების წარმოქმნით მიმდინარე რეაქციებში მასა მცირდება;
  • ჩაწერენ და წარმოადგენენ დაკვირვების შედეგებს.

 

რეკომენდაციები

  • შედეგის მიღწევას ხელს შეუწყობს, თუ მოსწავლეებს დაევალებათ, შეუსაბამონ მასის მუდმივობის კანონი ფოტოსინთეზისა და სუნთქვის დროს მიმდინარე რეაქციებს.

 

უსაფრთხოება

  • მასწავლებელმა უნდა უზრუნველყოს, რომ ექსპერიმენტში მონაწილე მოსწავლეებმა უსაფრთხოდ გამოიყენონ აირმიმღებები.