Activity 7. What happen with atoms and molecules while creating a new material or a substance i.e. chemical transformation?

შესწავლის საგანი/მიზნები

მოსწავლეებმა უნდა ისწავლონ:

  • გადაწყვეტილების მიღება შესაბამისი აპარატურის გამოსაყენებლად;
  • რომ ქიმიურ რეაქციებში მასა უცვლელია;
  • რომ ქიმიური რეაქციების შედეგად ატომები ერთმანეთს უერთდება სხვადასხვაგვარად;
  • კვლევისთვის შესაბამისი მეთოდის შერჩევა;
  • მოდელების შექმნა და მათი გამოყენება ამა თუ იმ მოვლენის ასახსნელად.

 

რესურსები

  • ნახშირბადი;
  • წყალბადი;
  • ჟანგბადი;
  • ქლორი.

 

აღჭურვილობა/ჭურჭელი

  • მინის ქილა;
  • კოლბა საცობში გაყრილი მინის მილით;
  • აირმიმღები;
  • სინჯარები;
  • სინჯარების სადგამი;
  • დამცავი სათვალეები, ხელთათმანები და ხალათები.

 

მასწავლებლის სავარაუდო აქტივობები

მასწავლებელი:

  • ატარებს ქიმიურ რეაქციებს, რომლებშიც მკაფიოდ ჩანს მომხდარი ცვლილებები, მაგ., ნალექის წარმოქმნა, ფერის ცვლილება, ტემპერატურის განუხრელი ზრდა, მაგრამ არ გამოიყოფა აირი და ეხმარება მოსწავლეებს, შეიმუშაონ მეთოდი, რომლითაც გამოავლენენ, შეიცვალა თუ არა რეაქციის შედეგად მასა, დაადგინონ, რომ მასა არის უცვლელი;
  • ატარებს სხვადასხვა რეაქციას, მაგ., წყალბადის წვის რეაქციას, ნახშირბადის წვის რეაქციას ნახშირბადის დიოქსიდისა და მონოქსიდის მისაღებად, წყალბადისა და ქლორის ურთიერთქმედების რეაქციას, და მოდელების, მაგ, ბურთულ-ღეროვანი მოდელების, მოდელების პროგრამული უზრუნველყოფის, გამოყენებით აჩვენებს ატომთა სხვადასხვაგვარი დაჯგუფების შესაძლებლობას. მოსწავლეებთან ერთად ადგენს, რომ “წასული” ატომები არ ქრებიან.

 

მოსალოდნელი შედეგები

მოსწავლეები:

  • დასახავენ გზებს იმის გასარკვევად, არის თუ არა მასა მუდმივი ქიმიური რეაქციის დროს;
  • გამოიყენებენ მოდელებს ქიმიური რეაქციების დროს მასის მუდმივობის აღსაწერად;
  • გამოიყენებენ მოდელებს ან სიმულაციებს და აჩვენებენ ქიმიური რეაქციების დროს ატომთა მიერ სხვადასხვა კომბინაციის წარმოქმნის გზებს.

 

რეკომენდაციები

  • შედეგის მიღწევას ხელს შეუწყობს, თუ მოდელირებისთვის გამოიყენება ის რეაქციები, რომლებშიც არ მონაწილეობენ იონური ნაერთები.

 

უსაფრთხოება

  • აღწერილი რეაქციების ჩატარებისას აუცილებელია დამცავი ეკრანისა და სათვალეების გამოყენება.
  • შეიძლება წყალბადის დასაწვავად მისი ჭავლის ჩაშვება ქლორიან მინის ქილაში, მაგრამ არ შეიძლება ქლორისა და წყალბადის ნარევის შენახვა ჭურჭელში. გათვალისწინებული უნდა იყოს მომწოდებლის მიერ რისკის/საფრთხის შეფასება.