Activity 6. Check the achieved results

შესწავლის საგანი/მიზნები

მოსწავლეებმა უნდა ისწავლონ:

  • როგორ გამოიყენება ქიმიური რეაქციები წარმოებასა და ყოფაში;
  • შესაბამისობების დადგენა.

 

მასწავლებლის სავარაუდო აქტივობები

მასწავლებელი:

  • აყალიბებს სხვადასხვა დებულებას. მაგ.:
    • შესაძლებელია ქიმიური რეაქციების ენერგიის წყაროდ გამოყენება;
    • ქიმიური რეაქციები გამოიყენება სხვადასხვა მასალის მისაღებად;
    • ქიმიური რეაქციები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბიოლოგიურ სისტემებში;
  • აწოდებს მოსწავლეებს სხვადასხვა ინფორმაციას, მაგ., ფოტოსინთეზის აღწერას. პლასტმასას აღწერას, ელექტროქიმიური ელემენტის სქემას, ქიმიური რეაქციების სიტყვიერ ტოლობებს, და ავალებს მათ შეთანხმდნენ, წინა პუნქტში ჩამოთვლილი დებულებიდან რომელს შეესაბამება ცალკეული ინფორმაცია ყველაზე მეტად.

 

მოსალოდნელი შედეგები

მოსწავლეები:

  • აღწერენ ქიმიური რეაქციების გამოყენების სპეციფიკას;
  • აღწერენ ყოველდღიურობაში ქიმიის გამოყენების მაგალითებს;
  • დაადგენენ შესაბამისობას სხვადასხვა სახით მიწოდებულ ინფორმაციებს შორის.

 

რეკომენდაციები

  • ეს აქტივობა იძლევა ქიმიური რეაქციების სხვადასხვა ასპექტში განხილვის შესაძლებლობას, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეების მიერ საკუთარი ხარვეზების აღმოჩენასა და აღმოფხვრას და ცოდნის განმტკიცებას.