Activity 5. What new materials can be produced by chemical reactions?

შესწავლის საგანი/მიზნები

მოსწავლეებმა უნდა ისწავლონ:

  • ქიმიურ რეაქციებში გამოყენებული მასალების ტიპები;
  • ახალი პროდუქტების მიღების სტადიები;
  • რეფერატის დაწერა.

 

რესურსები

  • მასალების ფოტოები, ვიდეო - მასალა.

 

მასწავლებლის სავარაუდო აქტივობები

მასწავლებელი:

  • იყენებს ფოტოებს, ვიდეო მასალას მოსწავლეებისთვის მასალების, მათ შორის, ცოცხალი სისტემების შემადგენლობაში შემავალი, ქიმიური რეაქციების შედეგად მიღებული, ფართო სპექტრის საილუსტრაციოდ. შესაძლებლობის შემთხვევაში, იწვევს მეცნიერებს, მაგ., ფარმაცევტს, მასალათმცოდნეს, კვების ტექნოლოგს, მათ საქმიანობაზე, ახალი მასალების მიღების გზებზე სასაუბროდ. დამატებით, მოსწავლეებს აცნობს ახალი პროდუქტების, მაგ, წამლების, პლასტიკატის, ქსოვილების, საკვები პროდუქტების, შემუშავების გზებს;
  • ავალებს მოსწავლეებს, აირჩიონ პროდუქტი და დაწერონ რეფერატი მათი შექმნის/ წარმოების ძირითადი ეტაპების შესახებ.

 

მოსალოდნელი შედეგები

მოსწავლეები:

  • ჩამოთვლიან ცოცხალ და სხვა სისტემებში ქიმიური რეაქციების შედეგად წარმოქმნილ მასალებს/ნივთიერებებს.
  • აღწერენ ახალი პროდუქტების მიღების ძირითად ეტაპებს;
  • დასვამენ ადეკვატურ კითხვებს მათთვის საინტერესო თემასთან დაკავშირებით;
  • დაწერენ და წარადგენენ რეფერატს.

 

რეკომენდაციები

  • სასურველია მოსწავლეების წაყვანა წარმოებაში, თუ ეს შესაძლებელია (ახლოს არის რომელიმე საწარმო). კარგი იქნება, თუ მასწავლებელი მოსწავლეებს წინასწარ გააფრთხილებს მომავალი ექსკურსიის შესახებ და დაავალებს, წინასაწარ მოამზადონ კითხვები;
  • მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, რომ ინფორმაციის მოძიება შეიძლება სხვადასხვა წყაროდან.