Activity 27. What else can help to break down a substance? (EN)

შესწავლის საგანი/მიზნები

მოსწავლეებმა უნდა ისწავლონ:

• ხსნარების დამზადება;
• ხსნარის ტემპერატურის გაზომვა;
• რომ ნივთიერებათა უმეტესობა მაღალ ტემპერატურაზე უფრო დიდი რაოდენობით იხსნება ერთი და იმავე რაოდენობის გამხსნელში;
• მონაცემთა ცხრილის გამოყენებით მასალის საჭირო რაოდენობის განსაზღვრა;
• ნიმუშების შედარება, განსაზღვრა და გრაფიკების საფუძველზე ვარაუდის გამოთქმა.

 

რესურსები

  • კალიუმის ქლორიდი;
  • კალიუმის ბრომიდი ან კალიუმის იოდიდი;
  • გამოხდილი წყალი.

 

აღჭურვილობა/ჭურჭელი

  • ქიმიური ჭიქები, 100 მლ.

  

მასწავლებლის სავარაუდო აქტივობები

მასწავლებელი:

• ავალებს მოსწავლეებს, განსაზღვრონ, რა განაპირობებს სითხეში გახსნილი მყარი ნივთიერების რაოდენობას. შესაძლოა, აჩვენოს ნაჯერი ხსნარი, მაგ., ბენზოლის მჟავა, რომელიც გაცივებისას წარმოქმნის კრისტალებს;
• აცნობს მოსწავლეებს მონაცემთა ცხრილს, რომელიც ასახავს სხვადასხვა ტემპერატურაზე გახსნილი ნივთიერებების რაოდენობებს. ეხმარება მოსწავლეებს, დაადგინონ, განსაზღვრულ ტემპერატურაზე ნივთიერების რა რაოდენობა უნდა გაიხსნას 10 გ წყალში ნაჯერი ხსნარის მისაღებად;
• ავალებს მოსწავლეებს, მოამზადონ განსაზღვრული რაოდენობის გამხსნელის შემცველი გამთბარი ხსნარი და გააცივონ. განსაზღვრონ ტემპერატურა, რომელზეც კრისტალები წარმოიქმნება/გამოჩნდება;
• შეაჯერებს კლასის მონაცემებს და ეხმარება მოსწავლეებს, ტემპერატურის ცვლილების შესაბამისად შეადგინონ გახსნილი ნივთიერების რაოდენობის ცვლილების ამსახველი გრაფიკი, განმარტონ გრაფიკი და ივარაუდონ, რა რაოდენობის ნივთიერება გაიხსნება რომელიმე სხვა ტემპერატურაზე.

 

მოსალოდნელი შედეგები

მოსწავლეები:

• დაადგენენ, რომ, გახსნილი ნივთიერების კრისტალების წარმოქმნა ხსნარის ნაჯერობის მაჩვენებელია;
• განსაზღვრავენ კონკრეტულ ტემპერატურაზე გახსნილი ნივთიერების მაქსიმალურ რაოდენობას, მაგ., იმას, რომ 70oC 10 გრამ წყალში მყარი ნივთიერების 3გ იხსნება;
• ახსნიან, რატომ იცვლება გახსნილი ნივთიერების რაოდენობა ტემპერატურის ცვლასთან ერთად;
• იყენებენ მიღებულ მონაცემებს და გამოთქვამენ ვარაუდს, მოცემული ნივთიერების რა რაოდენობა გაიხსნება კონკრეტული მოცულობის წყალ­ში უფრო მაღალ ან უფრო დაბალ ტემპერატურაზე.

 

რეკომენდაციები

• მოსწავლეებმა უნდა გამოიყენონ სხვადასხვა სახის თერმომეტრი;
• აუცილებელია მინიშნება, რომ შესწავლილ უნდა იქნეს გახსნილი ნივთიერების რაოდენობა და არა გახსნის სიჩქარე;
• ამ აქტივობის დროს გახსნილ ნივთიერებად გამოიყენება კალიუმის ქლორიდი, კალიუმის ბრომიდი ან კალიუმის იოდიდი;
• მოსწავლეებმა უნდა გაითვალისწინონ წინასწარ მომზადებული მონაცემები სხვადასხვა ტემპერატურაზე გახსნილი სხვადასხვა ნივთიერების რაოდენობის შესახებ და გამოთქვან ვარაუდი სხვადასხვა ნივთიერების გახსნილი რაოდენობის შესახებ.

 

უსაფრთხოება

• მოსწავლეებმა უნდა დაიცვან რეაქტივიანი სინჯარის გაცხელებასთან დაკავშირებული უსაფრთხოების წესები;

• აუცილებელია დამცავი სათვალისა და ხელთათმანების გამოყენება.