Activity 11. Work Description

შესწავლის საგანი/მიზნები

მოსწავლეებმა უნდა ისწავლონ:

  • ქიმიური რეაქციების მრავალფეროვნება;
  • ზოგიერთი რეაქციის შესახებ ცოდნის განზოგადება.

 

რესურსები

  • ბარათებირეაქციების სიტყვიერი და/ან სიმბოლური ტოლობებით, რეაქციების ზოგადი ტოლობებით და აღწერით.

 

მასწავლებლის სავარაუდო აქტივობები

მასწავლებელი:

  • წარუდგენს მოსწავლეებს დაფაზე ან ბარათებზე დაწერილ რეაქციების სიტყვიერ და/ან სიმბოლურ ტოლობებს, რეაქციების ზოგად ტოლობებს და აღწერას, მაგ., ნეიტრალიზაციის რეაქცია, ჟანგბადთან წვის რეაქცია, ჩანაცვლების რეაქცია, და ავალებს, დააჯგუფონ მის მიერ დაწერილი ტოლობები მსგავსების მიხედვით, მათ შორის ისინიც, რომლებიც არ მიეკუთვნება ჩამოთვლილთაგან არც ერთ კატეგორიას. მოსწავლეებთან ერთად მსჯელობს მათ შესახებ, ახდენს კლასიფიცირებას და ქმნის მათი ძირითადი მახასიათებლების მოკლე ჩამონათვალს, მაგ.,
    • წარმოიქმნება ახალი ნაერთები;
    • ატომები ერთმანეთს უერთდებიან საწყისისგან განსხვავებული თანმიმდევრობით;
    • რეაქციის თანმხლები მოვლენებია...;
    • მასა უცვლელია, რადგან ატომები ერთმანეთს საწყისისგან განსხვავებული თანმიმდევრობით უერთდებიან;
    • ქიმიური ნაერთები წარმოადგენენ ენერგიის წყაროს, რადგან ქიმიური რეაქციების დროს, ხშირად, გამოთავისუფლდება ენერგია.

 

მოსალოდნელი შედეგები

მოსწავლეები:

  • შეუსაბამებენ ერთმანეთს ქიმიური რეაქციის აღწერას და სიტყვიერ და/ან სიმბოლურ განტოლებს;
  • დააჯგუფებენ რეაქციებს მსგავსების მიხედვით;
  • განსაზღვრავენ რეაქციების ძირითად ნიშნებს.

 

რეკომენდაციები

ძირითადი პრიორიტეტები

მოსწავლეებისთვის სასარგებლო იქნება:

  • ნახშირბადის დიოქსიდის მონაწილეობით ცდების ჩატარება;
  • იმის ცოდნა, რომ წვა არის ჟანგბადის მონაწილეობით მიმდინარე რეაქცია, რომლის შედეგად წარმოიქმნება ოქსიდები;
  • ცოდნა, რომ ახალი ნაერთები წარმოიქმნება ქიმიური რეაქციების შედეგად და განიხილება, როგორც ქიმიური რეაქციის მიმდინარეობის დამადასტურებელი მოვლენა;
  • სიტყვების და სიმბოლოების და სიტყვიერი და სიმბოლური ტოლობების გამოყენება;
  • მეტალთა აქტიურობაში გარკვევა.

 

კლასგარეშე ცოდნა

მოსწავლეებს შეეძლებათ:

  • საწვავის, მათი დადებითი და უარყოფითი თვისებების და გარემოზე ზემოქმედების შესახებ საგაზეთო ცნობების და სტატიების გამოყენება;
  • შეადარონ ნატრიუმის ქლორიდის (სუფრის მარილის) შემცველობა სხვადასხვა საკვებ პროდუქტში;
  • დაათვალიერონ სხვადასხვა მიზნით გამოსაყენებელი სუფრის მარილის ეტიკეტები და განსაზღვრონ მარილის სისუფთავე.

 

უსაფრთხოება

  • უნდა შეფასდეს რისკები ყველა აქტივობის წინ. კერძოდ, მოსწავლეებს დასჭირდებათ:
    • აალებადი და მომწამლავი ხსნარების და მყარი ნივთიერებების გამოყენება
    • სხვადასხვა ელემენტს შორის რეაქციის დაკვირვება
    • აირმიმღების გამოყენება
    • მაგნიუმის წვაზე დაკვირვება
  • ყველა ეს აქტივობა მოითხოვს უსაფრთხოების წესების ცოდნასა და ადეკვატურად გამოყენებას.