Activity 1. “Let's Make Animal Image“ (EN)

აქტივობა 1. ”ავაწყოთ ცხოველის გამოსახულება

მიზანი

მოსწავლემ შეძლოს ობიექტის შემადგენელი ნაწილებისგან მთელის შექმნა. ორგანიზმის შემადგენელი ნაწილების ურთიერთგანლაგება.

 

რესურსები

ბარათები ცხოველების, მცენარის ან ადამიანის სხეულის ნაწილების გამოსახულებით.

მიმდინარეობა

მასწავლებელი მოსწავლეებს ყოფს სამოთხკაციან ჯგუფებად და ურიგებს წინასწარ მომზადებულ პატარა ბარათებს ცხოველის (ძაღლი, კატა) ნაწილების (თავი, ფეხი, კუდი, ტანი) გამოსახულებით. ჯგუფებს ეძლევა დავალება, ბარათებისგან შეადგინონ ცხოველის სხეული.

შესაძლოა დავალებისთვის შეჯიბრის ხასიათის მიცემა. ჯგუფები აკეთებენ საკუთარი ნამუშევრების დემონსტრირებას.
შემდეგ ეტაპზე მასწავლებელი სთხოვს თითოეულ ჯგუფს, ერთმანეთთან შეთანხმების საფუძველზე, ისაუბრონ იმ ცხოველის შესახებ, რომლის გამოსახულებაც ააწყვეს.

 

აქტივობა 2. ”ავაწყოთ ცხოველის გამოსახულება შეერთებული ძალებით

მიზანი

ობიექტის შემადგენელი ნაწილებისგან მთელის შექმნა. ორგანიზმის შემადგენელი ნაწილების ურთიერთგანლაგება. თანამშრომლობისუნარის განვითარება.

 

რესურსი

ბარათები ცხოველების, მცენარის ან ადამიანის სხეულის ნაწილების გამოსახულებით.

 

მიმდინარეობა

ორ-ორი ჯგუფი (სამ-ოთხკაციანი) მუშაობს გაერთებული ძალებით. მასწავლებელი კვლავ ურიგებს მათ წინასწარ მომზადებულ სხვა ორი ცხოველის (მაგ. სპილო, ვეფხვი) ნაწილების გამომსახველ პატარა ბარათებს. მასწავლებლის მიერ შერჩეულ 2-2 ჯგუფს ელემენტები ურიგდება ისე, რომ მათ მხოლოდ საერთო ძალებით შეძლონ სხეულების აღდგენა. ჯგუფებს ეძლევათ დავალება, ბარათებისგან შეადგინონ ცხოველების სხეულები.

 

დამატებითი რეკომენდაცია აქტივობისთვის

  1. სასურველია, ჯგუფში არ იყოს 3-4 მოსწავლეზე მეტი.
  2. სამუშაოდ შინაური ცხოველის გამოსახულებისგამოყენებასჯობს, რადგან შინაურ ცხოველებს ბავშვები უკეთ იცნობენ. მსგავსი აქტივობის ჩატარება შესაძლებელია მცენარის და ადამიანის სხეულის ნაწილების (ფოთოლი, ყვავილი, ღერო, ფესვი, ტანი, თავი, ფეხი, ხელი) გამომსახველი ბარათებით.
  3. მასწავლებელს ცხოველების ფოტოების დაჭრა შეუძლია. თითოეული ცხოველის ფოტოს ნაწილები ჩადოს ცალკე კონვერტში. თითო ჯგუფს თითო კონვერტი მისცეს და სთხოვოს, ააწყონ და გამოიცნონ, რა ცხოველია.
  4. მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ბევრი და მცირე ზომის ნაჭრების გამოყენების შემთხვევაში, დავალება უფრო მეტად რთულდება.
  5. მოტივაციის ამაღლებისთვის შესაძლებელია აქტივობის დაკავშირება რაიმე მაპროვოცირებელ ისტორიასთან. მაგალითად, გიორგის პატარა ძამიკომ (გამოგონილი პერსონაჟები) დახია ნახატი, რომელზეც ძაღლი იყო გამოსახული, დაეხმარეთ გიორგის ძაღლის გამოსახულების აწყობაში.

 

უსაფრთხოება

თუ დავალების შესრულებისას მოსწავლეებს მოუწევთ წებოსგამოყენება მასწავლებელმა უნდა გააფრთხილოს მოსწავლეები, რომ წებოიანი ხელების თვალში ამოსმა და წებოს გემოს გასინჯვა არ შეიძლება.

 

აქტივობა 3. ”ვთანამშრომლობთ წყვილებში

მიზანი

თანამშრომლობის უნარის განვითარება. ინფორმაციაში გამორჩენილი/გამოტოვებული საჭირო ელემენტის  აღმოჩენის უნარის განვითარება.

 

რესურსი

მცენარის ნაწილების გამომსახველი პატარა ბარათები, მცენარის არასრული გამოსახულება.

 

მიმდინარეობა

მასწავლებელი კლასს ჰყოფს წყვილებად. ყოველი ჯგუფის ერთ - ერთ წევრს ურიგებს წინასწარ მომზადებულ მცენარის ნაწილების (ღერო, ფესვი, ყვავილი, ფოთოლი) ამსახველ ბარათებს. ჯგუფის მეორე წევრს მასწავლებელი აძლევს  მცენარის არასრულ გამოსახულებას (მაგ. აკლია ფოთოლი). ჯგუფებს ეძლევა დავალება: ჯგუფის ის წევრი, ვისაც აქვს   მცენარის სრული სურათი, დააკვირდეს, რა ნაწილი აკლია მეწყვილის მცენარეს და აცნობოს ამის შესახებ  მას. მეწყვილე მოძებნის  ამ ნაწილს იმ ბარათებს შორის, რომლებიც მას აქვს.  შემდეგ ორივე წევრი ერთად შეავსებს მცენარის ნახატს საჭირო ნაწილით.

 

აქტივობა 4. ”რითი მოძრაობს ცხოველი

მიზანი

მოსწავლემ შეძლოს სხვადასხვა ორგანიზმის ერთნაირი ფუნქციის მქონე ნაწილების იდენტიფიცირება.

 

რესურსი

სხვადასხვა ცხოველის სხეულის ნაწილების და მოძრაობის ორგანოების გამომსახველი ბარათები.

 

მიმდინარეობა

მასწავლებელი თითოეულ ჯგუფს ურიგებს ორ კონვერტს. ერთ კონვერტში მოთავსებულია ბარათები ცხოველების (თევზი, ბაყაყი, პეპელა, ფრინველი, მგელი) გამოსახულებებით კიდურების გარეშე, ხოლო მეორე კონვერტში - ბარათები მოძრაობის სხვადასხვა ორგანოს (ფრთა, კიდურები, ფარფლები) გამოსახულებით. მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, შეუსაბამონ თითოეულ ცხოველს თავისი მოძ- რაობის ორგანო. მასწავლებელი სვამს კითხვას:

- რა ეხმარება პეპელას (მგელს, თევზს) მოძრაობაში? მოსწავლეები პასუხობენ. იმისათვის, რომ მოსწავლეებმა შეძლონ სამუშაოს შემდეგ დასკვნის ჩამოყალიბება, მასწავლებელი სვამს კითხვას:

- სხეულის რა ნაწილებით შეიძლება გადაადგილდეს ესა თუ ის ცხოველი?
- რაში ეხმარება სხვადასხვა ცხოველს ფრთები, ფარფლები, კიდურები?
ამ კითხვებზე პასუხის მოფიქრებით მოსწავლეებს უვითარდებათ დასკვნის გამოტანის უნარი.
ნოს (ფრთა, კიდურები, ფარფლები) გამოსახულებით. მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, შეუსაბამონ თითოეულ ცხოველს თავისი მოძრაობის ორგანო. მასწავლებელი სვამს კითხვას:
- რა ეხმარება პეპელას (მგელს, თევზს) მოძრაობაში? მოსწავლეები პასუხობენ. იმისათვის, რომ მოსწავლეებმა შეძლონ სამუშაოს შემდეგ დასკვნის ჩამოყალიბება, მასწავლებელი სვამს კითხვას:
- სხეულის რა ნაწილებით შეიძლება გადაადგილდეს ესა თუ ის ცხოველი?
- რაში ეხმარება სხვადასხვა ცხოველს ფრთები, ფარფლები, კიდურები?
ამ კითხვებზე პასუხის მოფიქრებით მოსწავლეებს უვითარდებათ დასკვნის გამოტანის უნარი

 

აქტივობა 5. “რა  არის ზედმეტი?”

მიზანი

მოსწავლეს განუვითარდეს კანონზომიერების დარღვევის (მთლიანთან შეუთავსებელი ელემენტის) აღმოჩენის  უნარი.

 

რესურსი

ქიმერას (მაგ. ფრთიანი ცხენი, ფარფლებიანი ძაღლი) გამოსახულება. იხ. თანდართული დისკი საქაღალდე ¹8.

 

მიმდინარეობა

მასწავლებელი უჩვენებს მოსწავლეებს რომელიმე ცხოველის სურათს, რომელზეც ცხოველს ზედმეტი, მისთვის არადამახასიათებელი ნაწილი აქვს (მაგ., ცხენი ფრთებით, ძაღლი ფარფლებით) და სთხოვს ზედმეტი ნაწილის დასახელებასა და განმარტებას, რატომ თვლიან ამ ნაწილს ზედმეტად.

 

რეკომენდაციები მასწავლებლებს (ჯგუფური მუშაობის თავისებურებები)

მოსწავლეების ჯგუფებად დაყოფა ერთობლივი სამუშაოს შესრულების გარანტად, ბუნებრივია, ვერ ჩაითვლება. ჯგუფურია სამუშაო, როდესაც მის შესრულებაში ჯგუფის ყველა წევრს თავისი წვლილი შეაქვს. აქტივობა 1-ში ჩნდება საშიშროება, რომ სამუშაოს შეასრულებს ჯგუფის მხოლოდ ერთი ან რამდენიმე, მაგრამ არა ყველა წევრი ერთად. ამიტომ, ამ შემთხვევაში, მასწავლებელმა უნდა იზრუნოს ყველა მოსწავლის სამუშაოში ჩართვისთვის. აქტივობა 2-ში სხვადასხვა ჯგუფს ბარათები ურიგდება ისე, რომ მათ მხოლოდ საერთო (ორი ჯგუფის) ძალებით შეძლონ სხეულის აღდგენა. ამგვარ ვითარებაში დავალება ორი ჯგუფის კოორდინირებულად მუშაობის შემთხვებაში შესრულდება. აქტივობა 3-შიც სამუშაო ვერ შესრულდება ერთობლივი მუშაობისა და მოქმედების გარეშე.

 

რეკომენდაციები მშობლებს

მშობელს შეუძლია ბავშვის გავარჯიშება მთლიანში ზედმეტი ელემენტების და/ან გამოტოვებული ელემენტების აღმოჩენაში. ამისთვის, შესაძლებელია, აქტივობებში აღწერილის მსგავსი რესურსების გამოყენება. სურათებისა და ცალკეული ელემენტების ამოჭრა ჟურნალგაზეთებიდანაცაა შესაძლებელი. ცოცხალი არსებების გამოსახულებების პარალელურად, შესაძლებელია სახლის, ველოსიპედის, მანქანის სურათების და ცალკეული ნაწილების გამოსახულებების გამოყენება.