A mixed-up story

რესურსები

ტექსტი და ილუსტრაციები.

 

აქტივობის აღწერა

მოსწავლეები ისმენენ მასწავლებლის მიერ წაკითხულ/მონათხრობ ტექსტს. შემდეგ მათ არეულად ეძლევათ მოსმენილი ტექსტის ილუსტრაციები, რომლებიც მათ უნდა დაალაგონ შესაბამისი თანამიმდევრობით. ამის შემდეგ ილუსტრაციებზე დაყრდნობით მოსწავლეები აღადგენენ თხრობის თანამიმდევრობას და ჰყვებიან მოსმენილ ამბავს.

 

შეფასება

შეფასდება ყურადღების მობილიზების უნარი, მეხსიერება, თხრობის უნარი შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: მკაფიო მეტყველება, თხრობისას ლოგიკური თანამიმდევრულობა, ენობრივი გამართულობა და ა.შ.