4. ასახელებს სხვადასხვა კულტურის, ერთი დანიშნულების არქიტექტურის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშებს. (EN)

4. აქტივობა 

მოსწავლეებს წინა წლებიდან უკვე აქვთ თიხასთან მუშაობის გამოცდილება და იციან მასალის შესაძლებლობები. ისინი ათვალიერებენ სპარსული, შუააზიური, მექსიკური, იტალიური (მაიოლიკის), სკანდინავიური (დელფტის), ფრანგული, რუსული კერამიკული მოსაპირკეთებელი ფილების დიზაინს. შეიძლება შეირჩეს სხვა ქვეყნების ნიმუშები, ოღონდ, სასურველია, ისლამური და ევროპული. ჩამოთვლილთაგან განსახილველად შეირჩევა მხოლოდ სამი ქვეყანა.

მოსწავლეები აკვირდებიან ფერებს, ფაქტურას, მცენარეულ და გეომეტრიულ ორნამენტებს, სიმბოლურ გამოსახულებებს და ვენის სამრგოლიან დიაგრამაში ინიშნავენ მსგავსება-განსხვავებებს. შეუძლიათ გამოიყენონ თ-სქემაც. შემდეგ თავადაც აკეთებენ თიხის კვადრატული ფორმის, თანაბარი ზომისა და სისქის ფირფიტებზე ორნამენტულ გამოსახულებებს, ფერავენ, წვავენ (თუ ამის საშუალება არსებობს). ფირფიტებს ოთხივე კუთხეში უნდა ჰქონდეთ ნახვრეტები. მზა ფილების გადაბმით უნდა აიწყოს მთელი დეკორატიული კედელი.

 

შენიშვნა:

ამ აქტივობისთვის საჭირო სასარგებლო ინტერნეტრესურსებს მასწავლებელი წინასწარ უნდა გაეცნოს და ჯერ თვითონ სცადოს ნამუშევრის შესრულება, რათა საჭირო კორექტივები შეიტანოს მასალასა თუ მეთოდებში. ასევე მოიძიოს საჭირო დამატებითი ვიზუალური მასალა.

 

ინტერნეტრესურსი:

http://www.amaco.com/amaco-lesson-plans/amaco-lesson-39/

http://www.youtube.com/watch?v=snHwGjD4KUQ

http://www.pechy.ru/

http://italianmajolicaceramictiles.com/

http://www.mexicantiles.com/mexican-tile-sets.html